15 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
მალე მოვა ის დრო, როდესაც ხალხში დაგროვებულ კრიტიკულ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი, ახლა გლოვის დროა - ანა ბუჩუკური

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” წევრის ანა ბუჩუკურის განცხადებით მალე მოვა ის დღე, როდესაც საზოგადოებაში დაგროვებულ კრიტიკულ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი, მაგრამ ახლა გლოვის დროა.

მისი თქმით, მთელს ქვეყანას ძალიან მძიმე დღეები უდგას და წინ კიდევ უფრო რთული საათები და დღეები ელოდება.

"დღეს არის გლოვის დღე, ძალიან მძიმე დღეები გვიდგას ჩვენს ქვეყანას და, როგორც ჩანს, კიდევ უფრო მძიმე საათები და დღეები გველის წინ. დღეს მე მეტს ვერაფერს ვიტყვი, გლოვის დროა. რა თქმა უნდა, მალე მოვა ის დრო, რომ ხალხში დაგროვებულ კრიტიკულ კითხვებს გაეცეს პასუხი", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, კახა კალაძესთან დაკავშირებით საზოგადოებაში ლეგიტიმური კითხვები არსებობს, რასაც პასუხი უნდა გაეცეს და ეს თვითონ კალაძემ უნდა გააკეთოს.

"კალაძეს რაც შეეხება, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ გარკვეული, ლეგიტიმური კითხვები და უპირველეს ყოვლისა, ამ კითხვების გასაქარწყლებლად, ის თავად უნდა იღებდეს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, აქვეყნებდეს კამერების ჩანაწერებს, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ თავად იმ სასტუმროსთან ძალიან ახლოს იარსებებდა. აი ეს იქნებოდა, ნორმალური, ცივილიზებული პასუხი პასუხი ნებისმიერ კითხვაზე, რომელიც შესაძლებელია, რომ არსებობდეს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღის ამბები