15 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
ჩვენი სოლიდარობა უნდა იყოს ერთიანი, თუმცა სამწუხაროდ ამ ფონზეც გიწვევს დეზინფორმაციასთან ბრძოლა - გურამ მაჭარაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ამ ტრაგედიის დროს სოლიდარობა ერთიანი უნდა იყოს, თუმცა ამ ფონზეც ხელისუფლებას დეზინფორმაციასთან უწევს ბრძოლა, რომელიც ხელისუფლების ლიდერების წინააღმდეგ ვრცელდება.

მისი თქმით, სიტყვების პოვნა ძნელია იმის შესაფასებლად, რაც სოციალურ ქსელებში ხდება.

"ჩვენი სოლიდარობა უნდა იყოს ერთიანი, თუმცა სამწუხაროდ ამ ფონზეც გიწვევს მეორე მიმართულებით გარკვეული, ე.წ ბრძოლა დეზინფორმაციასთან, რომელიც სამწუხაროდ ვრცელდება. ადამიანს ძნელად თუ მოუვა თავში, რომ ნორმალური კომენტარი გააკეთოს იმაზე, რაც ხდება მათ შორის, სოციალურ ქსელებში. ვგულისხმობ დეზინფორმაციას, მათ შორის კალაძესთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით, პრემიერთან დაკავშირებით და ა.შ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სიტყვები ძნელად მოსაძებნია ამ დეზინფორმაციის წინააღმდეგ, რაიმე თქვა გარდა ერთისა, რომ ფაქტები ყველაფერზე მეტყველებს. ოჯახის წევრები, ახლობლები ადგილზე რჩებიან და ხედავენ იმას თუ რას აკეთებენ სახელმწიფო სტრუქტურები და ის ადამიანები ვინც უშუალოდ ჩართულებია არიან ამ პროცესში. მათ აქვთ უკვე ის ფაქტები, რის შესახებაც მათ კითხვის ნიშნები უფრო და უფრო ნაკლები აქვთ", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

დღის ამბები