პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, "არსებობენ პოლიტიკური ჯგუფები, რომელთათვისაც ნომერ პირველი ღირებულება, ხელისუფლებისთვის ბრძოლის გამოცხადებაა და ზოგი, ამისთვის, დეზინფორმაციის გამოყენებასაც კადრულობს".
"არსებობენ პოლიტიკური ჯგუფები, რომელთათვისაც ნომერ პირველ ღირებულებად ხელისუფლებისთვის ბრძოლა გამხდარა და ეს არის ყველაზე დიდი უბედურება მათთვის. ქვეყანაშია არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებისთვისაც მისაღებია, ებრძოლონ ქვეყნის რეპუტაციას იმიტომ, რომ მოიგონ ხელისუფლებასთან კონკურენციაში.
ვიღაცა კადრულობს იმას, რომ დეზინფორმაცია გაავრცელოს. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ვიღაცამ შეიძლება კითხვა დასვას, ინტერესი გამოთქვას რაღაცა საკითხის შესწავლასთან დაკავშირებით, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ყველამ კარგად გაიგო, რომ, მაგალითად, ვერტმფრენის მონაწილეობა ამ ოპერაციებში აბსოლუტურად ზედმეტი იყო და რეალურად, ფუნქცია არ გააჩნდათ ვერტმფრენებს, მაინც ცდილობენ, საზოგადოებას შეუქმნან შთაბეჭდილება, თითქოს ვერტმფრენის ყოლა-არყოლაზე იყო დამოკიდებულება სამძებრო ოპერაციების წარმატებულობა, ან - ცდილობენ ხელოვნურად შექმნან დრამატული ისტორიები, რომლებიც უკავშირდება უცხოეთიდან ტექნიკის მოთხოვნას, მაშველთა გამოძახებას, მაშინ, როდესაც იქ ყველა კარგად ხვდება, რომ იქ არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა, საუბედუროდ, არ იძლევა საშუალებას, გვქონდეს ადამიანების და ტექნიკის ნაკლებობას. საკმარისზე მეტია იქ ტექნიკაც, ადამიანებიც, უბრალოდ, საუბედუროდ, ისეთია მდგომარეობა, რომ იმაზე მეტს ვერ გააკეთებ, ვიდრე დღეს, ამ წუთას იქ ხდება", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.