15 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
ამჟამად რვა პრიორიტეტულ მიმართულებაზე მიმდინარეობს მუშაობა, რომელიც როგორც სტიქიის ზონას, ისე მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს - ირაკლი ქარსელაძე

შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის, რვა პრიორიტეტულ მიმართულებაზე მუშაობა მიმდინარეობს, რომელიც როგორც სტიქიის ზონას, ისე მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. 

"ამჟამად, რვა პრიორიტეტულ მიმართულებაზე მუშაობა მიმდინარეობს, რომელიც როგორც სტიქიის ზონას, ისე მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. პერიმეტრზე მაქსიმალურად მიახლოება იყოს შესაძლებელი, რაც ბუნებრივია, ქმნის იმის წინაპირობას, რომ არეალის უფრო მეტი ნაწილის დამუშავება ხდება. ასევე, მოწყობილ ხიდთან მიმართებაში ამან შესაძლებლობა მოგვცა, რომ არსებული გზის გაწმენდითი სამუშაოები და შესაბამისად, კიდევ ერთი მისასვლელის შესაძლებლობა გაჩენილიყო. ბუნებრივია, ეს სამუშაოები გრძელდება  და დამატებითი და გაფართოებული დავალებებისთვის ადგილზე მობილიზებულია დამატებითი რესურსი," - აცხადებს ირაკლი ქარსელაძე. 

დღის ამბები