15 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
იმ დროინდელი პრეზიდენტის ბრძანებაში პირდაპირ წერია, რომ 2012 წლამდე, ოფიციალურად 8 აგვისტოს აღნიშნავდნენ ომის დაწყების თარიღს - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიაგო პატივი. პრემიერმა ომის დაწყების თარიღზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ბრძანების თანახმად, 2012 წლამდე ომის დაწყების ოფიციალურ თარიღად 8 აგვისტო ითვლებოდა.

მისი თქმით, ეს თარიღი სააკაშვილის დოკუმენტში პირდაპირ იყო მითითებული.

"თარიღებს რაც შეეხება, შეგიძლიათ გაეცნოთ იმ დროინდელი პრეზიდენტის ბრძანებას, სადაც პირდაპირ უწერია, რომ 2012 წლამდე 8 აგვისტოს აღნიშნავდნენ ოფიციალურად ომის დაწყების თარიღს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები