15 ნოემბერი 2024,   16:11
ვრცლად
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ რეზოლუციით მხარი დაუჭირა ქართული ჯარის დადანაშაულებას ომის განახლებაში - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვეს კითხვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში ჩანაწერთან დაკავშირებით. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" პასუხი უნდა გასცეს კითხვას, ვინ იყო რეზოლუციაში ჩანაწერის ინიციატორი.

რეზოლუციაში, რომელსაც მხარი დაუჭირა ევროსაბჭოში "ნაციონალურმა მოძრაობამ“, წერია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს ქართულმა მხარემ დაიწყო ომის, შეიარაღებული კონფლიქტის ახალი ფაზა. ამით მათ მხარი დაუჭირეს ქართული ჯარის დადანაშაულებას ომის განახლებაში, აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

"ამ რეზოლუციით, რომელსაც ევროსაბჭოში მხარი დაუჭირა "ნაციონალურმა მოძრაობამ" მაშინ, წერია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს, ქართულმა მხარემ დაიწყო ომის ახალი ფაზა და ამით მათ მხარი დაუჭირეს ქართული ჯარის დადანაშაულებას ომის განახლებაში.

რაც შეეხება მტკიცებას, ამ ჩანაწერის ინიციატორი თუ არ იყო რუსეთი, მით უარესი, თუ აღმოჩნდება რომ "ნაციონალური მოძრაობა იყო ჩართული ამ პროექტის შედგენაში და ისინი იყვნენ ინიციატორები ამ ჩანაწერის. ამიტომ, მათ უნდა გასცენ პასუხი ვინ იყო ამ ჩანაწერის ინიციატორი და კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაესვას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობდა გაემართლებინა საკუთარი მხარდაჭერა იმით, რომ , თითქოს სხვა კარგი ჩანაწერები რაც არსებობს ამის გამო ჩავარდებოდა, რაც არის ტყუილი. ქართულ სახელმწიფოს და მის წარმომადგენლებს ხელი არ უნდა გაესვარათ ასეთი ჩანაწერის მხარდაჭერაში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები