17 ივნისი 2024,   19:29
ვრცლად
უკრაინა ისრაელთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას გეგმავს - "კიევ პოსტი"

უკრაინა ისრაელთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას, წყაროზე დაყრდნობით "კიევ პოსტი" ავრცელებს. ქვეყანა მოითხოვს, რომ ისრაელი "რამშტაინის" ფორმატიდან გაირიცხოს.

ამის მიზეზად კი უკრაინის მიმართ არამეგობრული ქმედებები და საერთაშორისო ასპარეზზე პრორუსული პოზიცია სახელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, არის ეჭვი, რომ ისრაელი "რამშტაინის" ფორმატის შეხვედრებზე მიღებულ ინფორმაციას თავისი ინტერესებისთვის იყენებდა. უკრაინის ელჩის განცხადებით, უკრაინელი ტურისტების 10% ახსნა განმარტების გარეშე ისრაელიდან დეპორტირებულია

დღის ამბები