17 ივნისი 2024,   19:35
ვრცლად
2008 წლის აგვისტოს ომის გმირი ექიმი - გოგა აბრამიშვილი სამუდამოდ დარჩება ისტორიაში, როგორც პროფესიის და ქვეყნის ერთგული მედიკოსი

2008 წლის 12 აგვისტო, ღამის 2 საათი - რუსული ბომბი, გორის სამხედრო ჰოსპიტალს დაეცა. ომის მეხუთე დღეს, ოკუპანტების თავდასხმას ექიმი - ტრავმატოლოგი გოგა აბრამიშვილის სიცოცხლე შეეწირა.

11 აგვისტოს, როდესაც გორში ევაკუაცია გამოცხადდა - ჰოსპიტალი თითქმის სრულად დაცლილი იყო. შენობა ექიმმა არ მიატოვა. გადაწყვეტილება სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

გოგა აბრამიშვილის სამუშაო მაგიდა 15 წლის შემდეგაც ხელუხლებელია. კოლეგებიც მუშაობას მის ფოტოსთან და მოგონებებთან ერთად განაგრძობენ.

12 აგვისტოს შემდეგ, გორის სამხედრო ჰოსპიტალი გოგა აბრამიშვილის სახელს ატარებს. აგვისტოს ომში დაღუპული ექიმის თანამშრომლებს, სამსახურის ეზოში შესვლისთანავე ექიმის მემორიალი, შესასვლელთან კი ბიუსტი ხვდებათ.

გოგა აბრამიშვილის სახელს ატარებს კახეთში ის ქუჩა, სადაც გაიზარდა და ბავშვობა გაატარა. სიღნაღის ცენტრშია ექიმის მემორიალი

2008 წლის აგვისტო არაერთი გმირის სახელს ინახავს. ერთ-ერთი ექიმი გოგა აბრამიშვილია, რომელიც სამუდამოდ დარჩება ისტორიაში, როგორც პროფესიის და ქვეყნის ერთგული.

დღის ამბები