17 ივნისი 2024,   19:40
ვრცლად
55 დაღუპული და ასობით დაკარგული- უკვე მეორე დღეა ჰავაის კუნძულებზე მეხანძრეები ხანძრის ჩაქრობას ვერ ახერხებენ

55 დაღუპული და ასობით დაკარგული- უკვე მეორე დღეა ჰავაის კუნძულებზე მეხანძრეები ხანძრის ჩაქრობას ვერ ახერხებენ.

ისტორიული ქალაქის ლაჰაინას 80 პროცენტი განადგურებულია. ადგილობრივმა მთავრობამ მასშტაბური ხანძარი უკვე შეაფასა როგორც შტატის ისტორიაში ყველაზე დიდი ბუნებრივი კატასტროფა.

ადგილზე მუშაობს ეროვნული გვარდია , საზღვაო ძალები და სანაპირო დაცვა.ათასობით ადამიანი სტიქიამ უსახლკაროდ დატოვა .მათ დასახმარებლად პრეზიდენტმა ბაიდენმა შესაბამის დეკლარაცია დაამტკიცა .

დაზარალებულებს ეხმარებიან ცნობილი სახეები , ადგილობრივებთან სტიქიის ზონაში ჩავიდა ცნობილი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი .

დღის ამბები