15 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
ირაკლი კობახიძე: უკრაინაში არიან ძალები, რომლებსაც საქართველოში სურთ მეორე ფრონტი, რომლისკენ მიმავალი საუკეთესო გზა, ბუნებრივია, არის პროვიკაციების მაქსიმალურად მოწყობა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, რომელშიც საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქე ქართველებს ლანძღავს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აღნიშნული პირი კიევში ცხოვრობს და საქართველოში არ იმყოფება.

კობახიძის თქმით, ეს არ არის პირველი პროვოკაცია იმ ძალების მხრიდან, რომელთაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურთ. მისივე განცხადებით, მთავარია, საზოგადოებამ სწორად შეაფასოს მსგავსი ქმედებები და პროვოკაციებს არ აჰყვეს.

"ეს არ არის პირველი ფაქტი, თუ არ ვცდები, მეხუთე თუ მეექვსე ასეთი ვიდეო ვრცელდება სოციალურ მედიაში. თქვენ იცით, რომ უკრაინაში არიან ძალები, რომლებსაც საქართველოში სურთ მეორე ფრონტი და მეორე ფრონტისკენ მიმავალი საუკეთესო გზა, ბუნებრივია არის პროვოკაციების მაქსიმალურად მოწყობა. ასეთი პროვოკაციები, ბუნებრივია, ამ სურვილს და განზრახვას უკავშირდება. მთავრია, საზოგადოებამ სწორად შეაფასოს და არ აჰყვეს ამ პროვოკაციებს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები