17 ივნისი 2024,   18:52
ვრცლად
კოლხეთის ეროვნულ პარკში 50 ხოხობი გაუშვეს

კოლხეთის ეროვნულ პარკში 50 ხოხობი გაუშვეს. ხოხბები ფონდმა “ქართუმ” საჩუქრად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გადასცა. როგორც ცნობილია, აღნიშნული ფრინველის რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირებულია.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წევრებმა განაცხადეს, მსგავსი ტიპის აქცია მომავალშიც გაგრძელდება, რათა პარკი კიდევ უფრო გამდიდრდეს და მიმზიდველი იყოს, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის.

დღის ამბები