15 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
მსოფლიო ბანკი რუსეთში არათუ ეკონომიკურ რეცესიას, არამედ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს - ასეთია მოცემულობა, რომელსაც გულზე მჯიღების ცემა კი არა, რაციონალურად თვალის გასწორება სჭირდება - ანდრია გვიდიანი

ეკონომიკის ექსპერტი ანდრია გვიდიანი მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ განახლებულ მონაცემებს სოციალურ ქსელში აფასებს.

გვიდიანის თქმით, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მიუხედავად, მსოფლიო ბანკი ამ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

მისი განცხადებით, ამ მოცემულობას რაციონალურად თვალის გასწორება სჭირდება, ვინაიდან რუსეთმა შეძლო საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკის გადაწყობა.

"ეს მსოფლიო ბანკის განახლებული მონაცემებია. როგორც ხედავთ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული "დამანგრეველი" სანქციების დაუსრულებელი სერია უშედეგო აღმოჩნდა. დაანონსებული "ეკონომიკური წარღვნის" ნაცვლად, რუსეთის ეკონომიკა უშუალოდ ომის წელს მხოლოდ -2.1%-ით შემცირდა, ხოლო შემდგომ წლებში, მსოფლიო ბანკი არათუ ეკონომიკური რეცესიას, არამედ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. მოგვწონს თუ არა, ასეთია მოცემულობა, რომელსაც ემოციები და გულზე მჯიღების ცემა კი არა, არამედ რაციონალურად თვალის გასწორება სჭირდება.

სიმართლე რომ ვთქვა, ეს ჩემთვის მოულოდნელობა არც ყოფილა. არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, რუსეთმა სწრაფად შეძლო საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკის გადააზრება და ახალი მოკავშირეების პოვნა. მათ შორის გასაღების ბაზრების დივერსიფიკაცია და ა.შ (ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთ ამერიკა, აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი და სხვა).

გარდა ამისა, მაშინ, როცა დასავლელი ლიდერებისგან საჯარო განცხადებებით ერთი გვესმის, ხოლო საქმით მეორე კეთდება, ცხადია რთულია გულწრფელობაში ეჭვი არ შეგეპაროს.

მაშინ როცა, დიდი ტაშ-ფანდურით ვგებულობთ სანქციების ახალი და ახლა უკვე "საბოლოოდ" დამანგრეველი პაკეტის შესახებ:

დღის ამბები