უკრაინაში, კერძოდ ჩერნიგოვის დრამატულ თეატრში დრონების მწარმოებელი კომპანიები გამოფენას აწყობდნენ, როდესაც რუსულმა ბალისტიკურმა რაკეტამ ის მიზანში ამოიღო. აფეთქება და მისი მასშტაბი დიდი გამოდგა, რადგან ეს ქალაქის ცენტრალური მოედანია, სადაც მოსახლეობა იყრის თავს.
ციფრები მალე შეიცვალა, ბოლო მონაცემებით დაჭრილთა რაოდენობა 120-ს აღწევს, მათ შორის არიან ბავშვებიც, რომლებიც იმ მომენტში სკვერში იმყოფებოდნენ. სარაკეტო იერიშს 6 წლის გოგონა ემსხვერპლა, მძიმედ დაჭრილებს შორისაა მისი დედა. 19-21 აგვისტო ჩერნიჰივში გლოვის დღედ გამოცხადდა. მძიმე ამბავი ზელენსკის შვედეთში დაეწია, როდესაც პრემიერ-მინისტრთან ერთად ახალი სამხედრო დახმარების შესახებ ორმხრივ დოკუმენტს აწერდა ხელს. პრესკონფერენცია სამძიმრით დაიწყეს.
შეთანხმება შედგა, უკრაინა მალე შვედური საბრძოლო მანქა CV-90 ის წარმოებას საკუთარ მიწაზე დაიწყებს - ამაში მას შვედეთი დაეხმარება. ამასთან, უკრაინელები Gripen-ის ტიპის შვედურ ავიაგამანადგურებლებზე სწავლებას უკვე გადიან, განიხილება მათი კიევისთვის გადაცემაც. კოპენჰაგენი კიევს მხარს დაუჭერს მე-13 სამხედრო დახმარების პაკეტითაც, რომლის მსგავსიც ქვეყნის პრემიერის თქმით აქამდე შვედეთისგან არცერთ პარტნიორს არ ახსოვს. ის სხვადასხვა სახის შეიარაღების მიწოდებას გულისხმობს, მათ შორის გამნაღმველებისთის. მეზობელი დანია კი ნიდერლანდებთან ერთად მალე კიევს ამერიკულ F-16-ებს გაუგზავნის. ვაშინგტონმა ბაიდენის სურვილი დღესაც დაადასტურა და ასევე იმ სკეპტიციზმსაც უპასუხა, რომელიც "ვაშინგტონ პოსტის" თქმით, თეთრ სახლში უკრაინის კონტრშეტევებთან დაკავშირებით არსებობს.
ბოლო კვირების მანძილზე ფრონტის ხაზზე გარდამტეხი წინსვლა არცერთ მხარეს ჰქონია, პარტნიორების დახმარება კი კიევს მტრისთვის წინააღმდეგობას გაუმარტივებს. დღეს რუსეთმა უკრაინას 17 შაჰედის ტიპის დრონით შეუტია, 15 მათგანი მოიგერიეს, თუმცა 2 სამიზნეს მოხვდა. ამის გამო უკრაინის ცენტრში და დასავლეთით საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა. თავად უკრაინამ საჰაერო იერიში ენერგოდარზე განახორციელა, სადაც საოკუპაციო ძალების საპოლიციო ნაწილს მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვთ. "ნიუ იორკ თაიმსი" წერს, რომ დანაკარგებით რუსეთი უკრაინას უსწრებს, მთლიანობაში კი ორივე მხარემ 500 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა. პუტინის მოლაპააკებათა მაგიდასთან მიყვანას სწორედ ამიტომ მიიჩნევენ რთულ მისიად ევროპელები, რადგან პუტინისთვის ამ ადამიანების სიცოცხლე არაფერს ნიშნავს.