15 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
გამოაგორეს თავისი ორგანიზაციები, რომლებსაც, სავარაუდოდ თვითონვე აფინანსებენ და ქმნიან ყალბ რეალობას - ლაშა ფარულავა „რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის“ დამფუძნებელს პასუხობს

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით მმართველი გუნდი მათ ებრძვის, რათა პარტია აქტიური აღარ იყოს.

ოპოზიციონერმა ეს კომენტარი „რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის“ დამფუძნებლის მოწოდების შემდეგ განაცხადა, რომელიც აუდიტის სამსახურს მიმართავს შეისწავლოს პარტიების დაფინანსება.

ლაშა ფარულავას თქმით, რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრს“ სავარაუდოდ მმართველი გუნდი აფინანსებს.

 "გამოაგორეს თავისი ორგანიზაციები, რომლებსაც, სავარაუდოდ თვითონვე აფინანსებენ და ქმნიან ყალბ რეალობას იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც კეთილსინდისიერად ემსახურებიან საზოგადოებრივ ინტერესებს. ასეთი ორგანიზაცია ნამდვილად იყო "სამოქალაქო პლატფორმა 2020", რომელიც სადამკვირვებლო მისიას ახორციელებდა 2020-2021 წლებში და ასევე მნიშვნელოვან ორგანიზაციას წარმოადგენს "ანტიკორუფციული მოძრაობა", რომელიც იკვლევს საბიუჯეტო დაწესებულებებში კორუფციულ ინტერესებს და კონკრეტულ ფაქტებსა და მტკიცებულებებს საზოგადოებას აცნობს. ჩვენ ვართ სამიზნე ხელისუფლების, რომ გაგვაჩერონ და აღარ ვიყოთ ისეთი აქტიურები, როგორებიც ვართ", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

"გირჩი- მეტი თავისუფლების" წევრის, ცოტნე კობერიძის განცხადებით, „რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრს“ მოთხოვნა დაუკვეთეს, რათა ხელოვნურად წამოწიოს საკითხი, რომელიც შეავიწროებს არასამთავრობოებს.

"მათ დაუკვეთეს, რომ ამაზე ესაუბრათ და საკითხი წამოეწიათ იმიტომ, რომ ვნახეთ წინა თვეებში უნდოდათ კანონის მიღება, რომელიც შეავიწროებდა არასამთავრობოებს და ამ აუდიტის ჩართვით გადმოთარგმნეს. არანაირი პრობლემა არ გვაქვს, რაც უნდათ ის იკვლიონ ისედაც ყველამ ყველაფერი იცის, არაფერ დამალულად არ ვაკეთებთ. "გირჩი-მეტი თავისუფლება" ბანაკს რომ აკეთებს არასამთავრობოებთან ერთად იმ რომელიმე ოთახის ქირაში, რომ ფული შედის ეს საკითხი არ მგონია დამოუკიდებელ ადამიანს აინტერესებდეს", - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

დღის ამბები