03 ოქტომბერი 2024,   15:13
ვრცლად
ხულოში თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს გადააჭარბა

კვლავ დიდთოვლობაა მაღალმთიან აჭარში. ხულოს რაიონულ ცენტრში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს, სოფლებში კი ერთ მეტრს აღწევს. დიდთოვლობის მიუხედავად, მაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობა არ შეფერხებულა, თუმცა მანქანები ვერ გადაადგილდებიან სოფლების დამაკავშირებელ და შიდა გზებზე. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. თოვლმა ელექტროგადამცემები ხაზებიც დააზიანა, რის გამოც ხულოში ასაეულობით ოჯახს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები