17 ივნისი 2024,   19:32
ვრცლად
დაზარალებულის ადვოკატი "კურიერთან" დეტალებზე საუბრობს: თეა გოდოლაძემ ხელი გაარტყა სახის არეში არასრულწლოვანს და ბავშვმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ბავშვს ქრონიკული ჯანმრთელობის პრობლემა აქვს

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის თეა გოდოლაძის წინააღმდეგ აღძრულია საქმე 126 პრიმა მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს ექსკლუზიურად "კურიერმა" მოიპოვა. 

"კურიერი" ცოტრა ხნის წინ საქმეში დაზარალებნული არასწრულვლოვნის ადვოკატს ესაუბრა, სადაც ის ააცხადებს, რომ ფაქტი მოხდა არასრულწლოვნის საცხოვრებელ სახლში და თეა გოდოლაძემ მას სახის არეში გაარტყა.

"მისთვის ცნობილი იყო ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მიუხედავად ამისა, თეა გოდოლაძემ ხელი გაარტყა სახის არეში არასრულწლოვანს და ბავშვმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი," - ამის შესახებ თექა გოდოლაძის წინააღმდეგ, ძალადობის ბრალდებით აღძრული საქმის დაზარალებული მხარის ადვოკატი აცხადებს. 

დაზარალებულის ადვოკატი ნინო ბარაჩაშვილი, თეა გოდოლაძესთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ ფაქტი მოხდა არასრულწლოვნის საცხოვრებელ სახლში, სადაც ის თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ თეა გოდოლაძემ არასრულწლოვანს ხელი სახის არეში გაარტყა :

"ფაქტი მოხდა არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელ სახლში, სადაც ის ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად. თეა გოდოლაძე იმყოფებოდა ამ სახლში და როგორც უკვე აღვნიშნე, მას სურდა არასრულწლოვნის კუთვნილი ნივთების გადაყრა, რაზეც წინააღმდეგობა გაუწია ბავშვმა, რომ არ გადაეყარა. აქვე, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ბავშვს ქრონიკული ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ამის შესახებ თეა გოდოლაძისთვის ცნობილი იყო. ვინაიდან, თეა გოდოლაძე და თვითონ ამ არასრულწლოვნის მამა დიდი ხანია იცნობენ ერთმანეთს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისთვის ცნობილი იყო ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მიუხედავად ამისა, თეა გოდოლაძემ ხელი გაარტყა სახის არეში არასრულწლოვანს და ბავშვმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ასევე სულიერი აღელვება, ფსიქოლოგიური სტრესი. იმ მდგომარეობაში იყო მისული, რომ მისთვის წამლის დოზის გაზრდაც კი გახდა საჭირო. ბავშვმა ჩვენება მისცა მას შემდეგ, როდესაც მის მამაზე განხორციელდა ძალადობა. მაგრამ, აქ საინტერესო მომენტი გახლავთ ის, რომ ამ ეტაპზე ამ ბავშვის მამა არის ბრალდებული და დაზარალებული გახლავთ თეა გოდოლაძე," - აცხადებს ადვოკატი, ნინო ბარაჩაშვილი.

შეგახსენებთ, "კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაციით, პროკურატურამ თეა გოდოლაძეს ბრალი წარუდგინა 126 პრიმა მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

ამჟამად თეა გოდოლაძეს 2 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ხოლო საქმე სასამართლოში განიხილება.

დღის ამბები