03 ოქტომბერი 2024,   15:14
ვრცლად
საქართველოში დღეიდან საყოველთაო აღწერა იწყება

5 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მოსახლეობის საყოველთაო აღწერას იწყებს. აღწერის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 19 ნოემბერს დასრულდება. აღმწერები სპეციალური კითხვარების მეშვეობით მიიღებენ ინფორმაციას მოქალაქეთა შესახებ. გამოკითხვის დრო 40-60 წუთამდე მერყეობს. პროცესის დასრულების შემდეგ დაზუსტდება მოსახლეობის რაოდენობა, ასევე ინფორმაცია მათი დასაქმებისა თუ განათლებისა შესახებ. საქართველოს ყველა მოქალაქე, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია აღწერის პროცესში მიიღოს მონაწილეობა. მოსახლეობის აღწერის პირველადი მონაცემები 2015 წლის აპრილში, ხოლო საბოლოო 2016 წლის აპრილში გამოქვეყნდება.

დღის ამბები