03 ოქტომბერი 2024,   15:25
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრი შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

ჯანდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. დავით სერგეენკო მონაწილეობას მიიღებს, სამეცნიერო კონფერენციაში, სადაც საქართველოში C ჰეპატიტის სამკურნალოდ ახალი თაობის მედიკამენტების დანერგვის საკითხი განიხილება. მინისტრის განცხადებით, მოლაპარაკებები პრეპარატ ”სოფუსბუვირის” საქართველოში დაბალ ფასად შემოტანის თაობაზე მიმდინარეობს. სერგეენკო ამერიკაში შეხვედრას გამართავს შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებთან და კერძო კომპანიასთან, რომელიც ”სოფუსბუვირს” აწარმოებს.

დღის ამბები