15 ნოემბერი 2024,   16:04
ვრცლად
მთავარი ამოცანაა მათთვის, რომ საქართველომ სტატუსი ვერ მიიღოს - გია ვოლსკი ოპოზიციაზე

ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად - შარლ მიშელის ეს განცხადება თბილისში პოლიტიკური დისკუსიის თემაა.

გაფართოების 7 წლით გადაწევა მმართველი გუნდის შეფასებით არის იმედგაცრუება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ათწლეულებია კანდიდატის სტატუსი აქვთ და ევროკავშირის წევრობას ელოდებიან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ საქართველო რეკომენდაციების შესრულებას გააგრძელებს.

"პერსპექტივაში 2030 წელს გაფართოების რეალურ შანს ხედავენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაც ვალდებულებების შესრულებაზე უარი უნდა ვთქვათ, პირიქით ასოცირების ხელშეკრულება არსებობს და არსებობს ზედმიწევნით შესრულებული რეკომენდაციები, როგორც ჩანს ევროკავშირში ამაზე აზრთასხვადასხვაობაა და არ არსებობს კონსესუსი

ნიკა გვარამია სხვაზე უფრო მეტად არის ამ საკითხებში ჩახედული ან უფრო საღად მსჯელობს, რადგან მან პირველმა დაინახა, რომ ამ თემით მანიპულირება არის უადგილო და უაზრო, აქედან გამომდინარე მარტივ ფორმულირებას სთავაზობს თავის მომხრეებს, რომ იარონ ერთი გზით პრიმიტიული ფორმულით, რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ეს საქართველოს ხელისუფლებას უნდა დაბრალდეს. მთავარი ამოცანაა მათთვის, რომ საქართველომ სტატუსი ვერ მიიღოს,"- აცხადებს ვოლსკი.

დღის ამბები