15 ნოემბერი 2024,   16:03
ვრცლად
"დემოკრატიულ სამყაროში ყველა შეთანხმებულია, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში" - დავით უსუფაშვილი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივას ეხება, ოპოზიციურ სპექტრში ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ქართველმა ხალხმა უნდა გააგრძელოს სვლა ევროპისკენ. 

"შარლ მიშელის ბოლო განცხადება კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ დემოკრატიულ სამყაროში ყველა შეთანხმებულია, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში. ერთადერთი, ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, ვინც ამას ეწინააღმდეგება, ეს არის თავგზა აბნეული ქართული ოცნება. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ, ქართველმა ხალხმა, საზოგადოებამ სვლა ევროპისკენ, ყოველდღიურად ვაკეთოთ ის, რომ ყველანი ვიყოთ მზად იმ მომენტისთვის, როდესაც შევძლებთ უკვე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. ჩვენ, ლელო, მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის და ნებისმიერ სცენარში გავაგრძელებთ ამ კურსს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ სტატუსი," - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ მიშელის განცხადება არის პოზიტიური გზავნილი ევროპის მხრიდან.

"მიშელის განცხადება არის პოზიტიური გზავნილი ევროპის მხრიდან, რომ ეს არ არის საუბარი მხოლოდ. ევროპა გადასულია საქმეზე. საქმე არის ის, რომ ათამდე ქვეყანა, რომელიც ელოდება ევროკავშირში გაწევრიანებას, მათთვის კარგი ღიაა და ეს პროცესი დასრულდება 2030 წლამდე, ხოლო ამ პროცესში ქართული ოცნების დამსახურება არის ის, ქვეყანას სახვეწარი აქვს კანდიდატის სტატუსი. თუ დადგება საკითხი - კანდიდატის სტატუსი თუ ქართული ოცნება, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი აირჩევს ევროპას. ახლა რომ ოპოზიცია იყოს ხელისუფლებაში, ჩვენ კანდიდატის სტატუსი გვექნებოდა დღეს და მოლაპარაკებებს დავიწყებდით საქართველოს დაჩქარებულ გაწევრიანებაზე," - ამბობს პაატა მანჯგალაძე.

 

დღის ამბები