03 ოქტომბერი 2024,   15:14
ვრცლად
"ივანიშვილის პირველი პოლიტიკური ნაბიჯი ირაკლის პოლიტიკური შერყევა იყო," - ნათია ფანჯიკიძე

ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ ალასანიას თანამდებობიდან მოხსნა მოულოდნელი არ ყოფილა.

„რთული, მაგრამ არა მოულოდნელი,”- ასე შეაფასა ნათია ფანჯიკიძემ გუშინ განვითარებული მოვლენები. თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლე აცხადებს, რომ ირაკლი ალასანიას პოლიტიკური პოზიციების შერყევის მცდელობა ბიძინა ივანიშვილის პირველივე პოლიტიკურ განცხადებაში იყო გაცხადებული, შესაბამისად, იყო მხოლოდ მოლოდინი, თუ როდის „გასკდებოდა ბომბი“.

„ეს იყო რთული, მაგრამ არა მოულოდნელი საღამო. ირაკლის არ სჭირდებოდა გამხნევება. ეს არ იყო მისთვის მოულოდნელი, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის პირველი პოლიტიკური ნაბიჯი იყო ირაკლის პოლიტიკური შერყევა. შესაბამისად, მოლოდინი იყო მხოლოდ იმისი, თუ როდის დადგებოდა კულმინაცია და როდის გასკდებოდა ბომბი,“ - განაცხადა ნათია ფანჯიკიძემ "რუსთავი 2-ის" დილის გადაცემაში სტუმრობისას.

ამავე თემაზე
დღის ამბები