შანსი ძალიან დიდია საქართველოსთვის, რომელიც სწორი მიმართულებით ვითარდება. კითხვა ისაა, ქართველი ხალხი რამდენად აცნობიერებს, ინტეგრაცია რას გულისხმობს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა ჰელმუტ შოლცმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, ევროკავშირის გაფართოება ორმხრივი პროცესია და საქართველო ამისთვის უნდა მოემზადოს, საშინაო დავალება ორივე მხარემ უნდა შეასრულოს.
"ჩვენ რეალურად უნდა ვიყოთ მზად და აქტიურად ვემზადებოდეთ, რომ ახალ წევრებს ჰქონდეს აქტივობების შესაძლებლობა, რათა გახდნენ სრულფასოვანი წევრები, რადგან საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მოქალაქეების მოლოდინებს უკავშირდება და მთავარი არის საზოგადოება. მოსახლეობამ უნდა თქვას თუ რას ნიშნავს მათთვის ეს, ვინაიდან ყველა კანონი, რომელიც ბოლო 15 წლის მანძილზე მივიღეთ ევროკავშირში, გავრცელდება საქართველოზე, უკრაინაზე, სერბეთსა, თუ სხვებზე.
ამიტომ, მზად უნდა ვიყოთ თანამშრომლობისთვის და ხალხი უნდა აცნობიერებდეს, შანსი ძალიან დიდია საქართველოსთვის, რომელიც სწორი მიმართულებით ვითარდება. კითხვა ისაა, ქართველი ხალხი რამდენად აცნობიერებს, ინტეგრაცია რას გულისხმობს. და მეორე მხრივ, ძალიან ღიად უნდა ვთქვათ, რომ ევროკავშირიც უნდა მოემზადოს ამ გაფართოებისთვის, რადგან თავად ინსტიტუციაში იქნება ორგანიზაციული ცვლილებები.
ასე რომ, გაფართოება ორმხრივი პროცესია, საქართველო უნდა მოემზადოს ამ გაფართოებისთვის, საშინაო დავალება უნდა შეასრულოს, ისევე როგორც თავად ევროკავშირმა. ასე მარტივად არ დგას საკითხი, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ვთქვათ, მოდი, გავაკეთოთ, უნდა გავაცნობიეროთ შედეგები," - განაცხადა ჰელმუტ შოლცმა.