პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას "ქართული ოცნების" წევრი გიორგი ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც ჩაკვეტაძე წერს, ოპოზიციის ერთადერთი მიზანი, საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევა და არეულობის მოწყობაა.
მისი თქმით, სახელმწიფო და საზოგადოება სამშობლოს სადარაჯოზე იდგება და ოპოზიციას ამ ქმედებებს არავინ შეარჩენს.
"დღეს ყველაფერი კიდევ უფრო ნათელი გახდა. მტკიცებულებებს ითხოვდნენ არეულობას სად ვაპირებთო და თვითონვე აღიარეს. კოლექტიურმა ნაცებმა რუსები იძახეთ თქვენს პარტიებში და ერთმანეთს დაუძახეთ ხოლმე. ვისაც არ ახსოვს საქართველოს რა დამართეს, ამით გაახსენებთ. ამ ხალხს ერთადერთი მიზანი აქვს, როგორმე საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვიონ და არეულობას მიაღწიონ. რა გეგმებსაც აჟღერებენ, არავინ აპირებს რომ გავუტაროთ. სახელმწიფო და საზოგადოება იდგება ჩვენი სამშობლოს სადარაჯოზე", - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.