20 აგვისტო 2026,   14:06
ვრცლად
ვალეში "მუსიკალური საღამოები" გაიმართა

ვალეში "მუსიკალური საღამოები" გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, შემეცნებითი სტენდები და მოსასვენებელი სივრცეები.  მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ბავშვების განწყობაზე ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა იზრუნეს, გაიმართა მასტერკლასები, მოეწყო  სადეგუსტაციო და კვების ზონები.

ცნობილმა მომღერლებმა ყველასათვის საყვარელი ნომრები შეასრულეს. "მუსიკალური საღამოები" მთელი ქვეყნის მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.
 

დღის ამბები