06 ოქტომბერი 2024,   20:59
ვრცლად
"1 წელი გავიდა რუსეთის მიერ დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის უკანონო ანექსიიდან" - ჯოზეფ ბორელი ოდესაში ჩავიდა

ჯოზეფ ბორელი ოდესაში ჩავიდა - როგორც ბორელი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, ის ოდესის გუბერნატორ ოლეგ კიპერს შეხვდა და იმ გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც სამხრეთ რეგიონები რუსეთის აგრესიის გამო აწყდებიან.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა დასძინა, რომ ევროკავშირი უკრაინის გვერდით იმდენ ხანს იდგება, რამდენიც ქვეყანას დასჭირდება. ბორელმა ოდესის ფერისცვალების ტაძარი მოინახულა და ქალაქს სისტემატური რუსული თავდასხმების გამო სოლიდარობა გამოუცხადა.

"ოდესა ულამაზესი ისტორიული ქალაქია. ის ცნობილი თავისი ცოცხალი კულტურითა და სულისკვეთებით უნდა იყოს, ამის ნაცვლად ქალაქი პუტინის ომის ხშირი სამიზნეა. ევროკავშირი მხარს უჭერს რუსეთის ბარბაროსული განადგურების შედეგად დაზარალებული ადგილების აღდგენას. ერთი წელი გავიდა რუსეთის მიერ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის უკანონო ანექსიიდან. უკრაინას აქვს სრული უფლება დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან და დაიბრუნოს სრული კონტროლი მის ტერიტორიაზე," - აცხადებს ჯოზეფ ბორელი.

დღის ამბები