06 ოქტომბერი 2024,   21:16
ვრცლად
ანკარაში პარლამენტისა და შსს შენობებთან თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავი აიფეთქეს

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში პარლამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებთან აფეთქებები მოხდა - ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მედიის ცნობით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს. თურქული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის შესასვლელს დანაღმული კომერციული ავტომობილი მიუახლოვდა და მანქანაში მყოფმა ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა.

თურქული მედიის ცნობით, დანარჩენი ტერორისტები უსაფრთხოების ძალებმა გაანეიტრალეს.

თავდასხმის შედეგად, თურქეთის პოლიციის ორი თანამშრომელი დაშავდა. აფეთქების შემდეგ ტერიტორიაზე სროლის ხმა ისმოდა.

 

დღის ამბები