06 ოქტომბერი 2024,   20:46
ვრცლად
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დავუშვათ, რომ ამერიკული მხარდაჭერა შეწყდეს უკრაინის მიმართ - ჯო ბაიდენი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დროებითი ბიუჯეტის დამტკიცებას ჯო ბაიდენი ეხმაურება. მისი თქმით, უკრაინისთვის ამერიკის ფინანსური მხარდაჭერის შეწყვეტა დაუშვებელია.

"მიუხედავად იმისა, რომ სპიკერი და კონგრესის აბსოლუტური უმრავლესობა მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას, ამ ხელშეკრულებაში არ შედის ახალი დაფინანსება მხარდაჭერის გასაგრძელებლად.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დავუშვათ, რომ ამერიკული მხარდაჭერა შეწყდეს უკრაინის მიმართ. მე ველოდები, რომ სპიკერი დაიცავს თავის ვალდებულებას უკრაინელი ხალხის მიმართ და უზრუნველყოფს ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის დასახმარებლად საჭირო მხარდაჭერის მიღებას," – აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში

დღის ამბები