06 ოქტომბერი 2024,   21:07
ვრცლად
ესპანეთში, ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 7 ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთის ქალაქ მურსიაში, ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს, 7 ადამიანი ემსხვერპლა. ინციდენტის შედეგად ოთხი ადამიანია დაშვებული. ესპანური მედიის ინფორმაციით, მსხვერპლის რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან სამაშველო სამსახურები რამდენიმე ადამიანს ეძებენ, რომელთა ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

ხანძარი ღამის კლუბ "თეატრში" დილის 07:00 საათისთვის გაჩნდა და სხვა ღამის კლუბებზეც გავრცელდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

 

დღის ამბები