06 ოქტომბერი 2024,   20:57
ვრცლად
ახმეტაში ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე აღინიშნა

ახმეტაში, ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე აღინიშნა. საგალობლების ფონზე ჩატარდა ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების ხსოვნისადმი მიძღვნილი წირვა მათივე სახელობის ტაძარში.

აეროპორტის ტერიტორიაზე გაიმართა დოღი, ხოლო ჭიდაობის არენაზე - ქართული ჭიდაობა. ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცე და ფოტოზონები. ჩატარდა ადგილობრივი ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი. გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოდგენილი პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა. პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები და ანიმატორები ზრუნავდნენ.

საღამო ბენდის "Groove Possession" და ჯგუფი "ურსას" კონცერტით დასრულდა.

დღის ამბები