06 ოქტომბერი 2024,   20:37
ვრცლად
მექსიკაში ეკლესიის სახურავის ჩამონგრევის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა - ნანგრევებში მოყოლილებს შორის რამდენიმე ბავშვია

მექსიკაში ეკლესიის სახურავის ჩამონგრევის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი  კი დაშავდა. ათობით ადამიანი კვლავ ნანგრევებშია მოყოლილი. მედიის ცნობით ეკლესიაში 100 ადამიანი იმყოფებოდა, ხოლო ნანგრევებში მოყოლილებს შორის რამდენიმე ბავშვია.

ეკლესიაში ხალხი ნათლობაზე იყო მისული. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

დღის ამბები