06 ოქტომბერი 2024,   20:59
ვრცლად
"ღვინის დღეები" საქართველოში - ადგილობრივებს და უცხოელ ვიზიტორებს ყველა ქალაქში გასართობი ღონისძიებები და კონცერტები ელოდებათ

23 მუნიციპალიტეტში 850 მეღვინე, 7 ოქტომბრიდან ერთი კვირის განმავლობაში ქართული ღვინის 8 ათასწლიან ტრადიციას კიდევ ერთხელ გააცოცხლებს და სტუმრებს ენდემური ვაზის ჯიშებიდან დამზადებულ სასმელს შესთავაზებს.

ღვინის გარდა, "ღვინის დღეებზე" მისულ ადგილობრივებსა და უცხოელ ვიზიტორებს, ყველა ქალაქში არაერთი გასართობი ღონისძიება და კონცერტი ელოდებათ.

ფესტივალი, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, ყოველი წლის ოქტომბრის პირველი კვირიდან იწყება. "ღვინის დღეები საქართველოში" , რომელიც გასულ წელს დაარსდა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით უკვე მეორედ იმართება. 

ის საშუალებას აძლევს ადგილობრივ მეწარმეებს საკუთარი პროდუქცია ფართო აუდიტორიას შესთავაზონ, მათ შორის ქართული ღვინის ექსპორტით დაინტერესებულ უცხოელებს.

ღვინის დღეებს მთელი საქართველო 7-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით აღნიშნავს.   

დღის ამბები