06 ოქტომბერი 2024,   20:41
ვრცლად
აშშ-ის ექსპრეზიდენტს თაღლითობის გამო ასამართლებენ - რაში ადანაშაულებს დონალდ ტრამპს და მის ორ შვილს ნიუ-იორკის სასამართლო

დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მორიგი სასამართლო პროცესი ამჯერად სამოქალაქო თაღლითობის საქმეზე ნიუ-იორკში გაიმართა. პროცესზე ექსპრეზიდენტი საკუთარ შვილებთან ერთად გამოცხადდა. გენერალური პროკურორი ტრამპსა და მის ოჯახს ათი წლის განმავლობაში, საბანკო სესხებზე უკეთესი პირობების მისაღებად და კრედიტორებისთვის ნაკლები გადასახადის გადახდის მიზნით, ყალბი ფინანსური ანგარიშების მიწოდებაში ადანაშაულებს.

გენპროკურორი 250 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმას ითხოვს, ასევე ტრამპისა და მისი ვაჟებისთვის ნიუ-იორკში ბიზნესის მართვის აკრძალვას, "ტრამპის ორგანიზაციისთვის" კი შტატში უძრავ ქონებასთან დაკავშირებული კომერციული საქმიანობის 5 წლით შეჩერებას. ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ საკუთარი რეპუტაციის დასაცავად იბრძოლებს, საქმეს კი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

სარჩელში ტრამპი და მისი შვილები თაღლითობის საშუალებით ქონების 2 მილიარდ დოლარზე მეტით გაზრდაში არიან დადანაშაულებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა, დონალდ ტრამპის ბიზნესიმპერია ძლიერი დარტყმის ქვეშ მოექცეს. თაღლითობის საქმე ერთადერთი არაა, რასთან გამკლავებაც დღეს დონალდ ტრამპის ადვოკატებს უწევთ. ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გამოკითხვებში კვლავ ლიდერია, ბრალი სისხლის სამართლის სამ საქმეზე აქვს წაყენებული.

ტრამპი სასამართლო პროცესს უსამართლოს უწოდებს, რადგან სამოქალაქო თაღლითობის საქმეზე პროცესს არ ესწრებიან ნაფიცი მსაჯულები, მოსამართლე არტურ ენგორონი და გენ პროკური ლეტიცია ჯეიმსი კი დემოკრატები არიან. შეინარჩუნებს თუ რა საკუთარ ბიზნეს იმპერიაზე ექსპრეზიდენტი ტრამპი ძალაუფლებას, სავარაუდოდ ამას სასამართლო 22 დეკემბრამდე დაადგენს. იქამდე დღეს თაღლითობის სამოქალაქო საქმეზე მეორე მოსმენა მიმდინარეობს.

დღის ამბები