06 ოქტომბერი 2024,   21:02
ვრცლად
უკრაინამ ევრომაიდანზე მომიტინგეების მკვლელობის საქმეზე ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს ბრალი წაუყენა

უკრაინამ ევრომაიდანზე მომიტინგეების მკვლელობის საქმეზე ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს ბრალი წაუყენა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა აქვეყნებს.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, იანუკოვიჩთან ერთად სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებსაც ედება ბრალი, მათ შორის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს და მის მოადგილეს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის 21 ნოემბრიდან 2014 წლის 18 თებერვლამდე დემონსტრანტების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე იანუკოვიჩი და აღნიშნული თანამდებობის პირები არიან პასუხისმგებელნი.

დღის ამბები