06 ოქტომბერი 2024,   21:14
ვრცლად
28 წლიანი პატიმრობის შემდეგ, დნმ-ს ანალიზმა დაადასტურა, რომ მსჯავრდებული უდანაშაულოა - ის გასულ კვირას გაათავისუფლეს

კალიფორნიელი კაცი, რომელიც უდანაშაულოდ გაასამართლეს გაუპატიურებისა და დაყაჩაღების ბრალდებით, 28-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. ლოს-ანჯელესის მთავარმა პროკურორმა, ჯორჯ გასკონმა განაცხადა, რომ ჯერარდო კაბანილასმა ციხე მას შემდეგ დატოვა, რაც მისი უდანაშაულობა დნმ-ის მტკიცებულებებმა დაადასტურა.

1996 წლის აპრილში კაბანილასი გატაცებაში, დაყაჩაღებასა და სქესობრივ ძალადობაში არასამართლიანად დაადანაშაულეს. მას დაჰპირდნენ, რომ თუ დანაშაულს "აღიარებდა", მხოლოდ პრობაციას შეუფარდებდნენ. 18 წლის კაბანილასმა "აღიარა" დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია. სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურორმა აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემამ უდიდესი შეცდომა ჩაიდინა და ყოფილ უკანონო პატიმარს ბოდიში მოუხადა.

მისივე ინფორმაციით, 28 წლის წინ მომხდარ დანაშაულში ფიგურირებდა მამაკაცი, რომელიც ვიზუალურად ძალიან ჰგავდა კაბანილასს. უდანაშაულო ახალგაზრდა კაცი შემთხვევიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

დღის ამბები