06 ოქტომბერი 2024,   20:50
ვრცლად
რუს ჟურნალისტს, რომელიც ეთერში ანტისაომარი პლაკატით გამოჩნდა, დაუსწრებლად 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთში სახელმწიფო ტელევიზიის ყოფილ ჟურნალისტს დაუსწრებლად 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასამართლომ მარინა ოვსიანიკოვა რუსული არმიის შესახებ "ცრუ" ინფორმაციის გავრცელებაში დამნაშავედ ცნო.

2022 წლის მარტში, პირველი არხის ეთერში ოვსიანიკოვა ანტისაომარი პლაკატით გამოჩნდა, რის შემდეგაც მან სამსახური დატოვა, ქვეყნიდან წავიდა და რამდენიმე თვე გერმანიაში მუშაობდა, დაბრუნების შემდეგ იგი აქტიურად იღებდა მონაწილეობას ომის წინააღმდეგ გამართულ აქციებში. გასული წლის აგვისტოში კი მასზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, როდესაც მან გამოიყენა პლაკატი წარწერით: "პუტინი - მკვლელია. მისი ჯარისკაცები - ფაშისტები. 352 ბავშვი დაიღუპა. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს, რომ გაჩერდეთ?". ამის შემდეგ ის შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, საიდანაც ჟურნალისტი შვილთან ერთად ევროპაში გაიქცა.

ამჟამად, მისი ადგილსამყოფელი დაუზუსტებელია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ის პარიზში იმყოფება.

დღის ამბები