06 ოქტომბერი 2024,   21:00
ვრცლად
რუსეთი ათწლეულების განმავლობაში ცდილობდა მეზობელ ქვეყნებზე კონტროლის შენარჩუნებას, ეცადა საქართველოს გატეხვასა და დაყოფას - ზელენსკის სიტყვა სამიტზე

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მესამე სამიტი უკვე გაიხსნა. მასში საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობს.

სამიტი ესპანეთში, ქალაქ გრანადაში მიმდინარეობს, სადაც შეკრებილები არიან ევროპის და პარტნიორი ქვეყნების ლიდერები.

გახსნით ღონისძიებაზე ლიდერებმა, რუსეთის აგრესიაზე გააკეთეს განცხადებები.

"მოსკოვმა ნათლად აჩვენა თავისი ამბიცია, დაიპყროს მეტი იმპერიული სივრცე, იმისთვის, რომ ევროპა არ ყოფილიყო თავისუფალი ერებისა და დემოკრატიების ადგილი, იმისთვის, რომ დაერღვია ევროპის ერთიანობა. ამისთვის ომი არის რუსეთის ძირითადი ინსტრუმენტი, ინსტრუმენტი სხვების დასამონებლად ან მათზე მანიპულაციისთვის.

რუსეთი ათწლეულების განმავლობაში ცდილობდა მეზობელ ქვეყნებზე კონტროლის შენარჩუნებას, ომების დაწყებით და კონფლიქტის გაყინვით. რუსეთმა დააზარალა მოლდოვა, ეცადა საქართველოს გატეხვასა და დაყოფას, კავკასიაში სხვა ნაწილების დესტაბილიზაციას, ახრჩობს ბელარუსს, დაახრჩო და ცდილობს უკრაინის სხეულიდან ტერიტორიების მისაკუთრებას," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები