06 ოქტომბერი 2024,   21:03
ვრცლად
ათწლეულების განმავლობაში ევროპელებმა ვაშენეთ უსაფრთხოების არქიტექტურა, ახლა საფრთხის ქვეშაა, ჩვენი ვალდებულებაა უკრაინამ გაიმარჯვოს - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ესპანეთში, ქალაქ გრანადაში მიმდინარე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპის ვალდებულებაა უკრაინამ გაიმარჯვოს და აღდგეს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა:

"ჩვენ გვაკავშირებს საერთო გეოგრაფია და საერთო ისტორია და ამ ფაქტმა ჩამოაყალიბა ჩვენი საერთო ღირებულებები და წესები. ათწლეულების განმავლობაში, ჩვენ ევროპელებმა ვაშენეთ უსაფრთხოების არქიტექტურა. ახლა საფრთხის ქვეშაა. ჩვენი ვალდებულებაა უკრაინამ გაიმარჯვოს და არა ძლევამოსილების უფლებამ. ჩვენი ვალდებულებაა, აღდგეს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა, რათა ამ კონტინენტზე ყველა ევროპელმა მშვიდად და თავისუფლებად იცხოვროს,"- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

დღის ამბები