06 ოქტომბერი 2024,   20:48
ვრცლად
თბილისის მეტროს "საბურთალოს ხაზი" გაჩერებულია

თბილისის მეტროს "საბურთალოს ხაზი" გაჩერებულია.

როგორც "რუსთავი2-ს" სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მატარებელს ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა, რის გამოც მოძრაობა სხვა სადგურებზეც შეწყდა.

მათივე ცნობით, მატარებლის ჩიხში გადასაყვანად გარკვეული დროა საჭირო და როგორც კი გადაიყვანენ, მოძრაობა აღდგება.

 

დღის ამბები