06 ოქტომბერი 2024,   20:49
ვრცლად
ოთარ შამუგიამ საფრანგეთში, მეცხოველეობის დარგის გამოფენა გახსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საფრანგეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ კლერმონ - ფერანში მეცხოველეობის დარგის გამოფენა გახსნა, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.

ოთარ შამუგია საფრანგეთის რესპუბლიკის სოფლის-მეურნეობისა და სურსათის მინისტრს მარკ ფენოს შეხვდა და ევროპაში მეცხოველეობის დარგის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და პრესტიჟულ გამოფენაზე - Sommet De L’elevage (სომე დე ლ’ელევაჟ) ქართულ სტენდთან უმასპინძლა.

ევროპაში, ხორცპროდუქტების წარმოების ყველაზე დიდ გამოფენას, დაახლოებით 105,000 ვიზიტორი მსოფლიოს 90 ქვეყნიდან სტუმრობს. გამოფენის გახსნამდე, საქართველოს შესახებ კონფერენცია გაიხსნა, რომელსაც ქართველ მწარმოებლებთან ერთად, დარგის ფრანგი წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც ოთარ შამუგიამ კონფერენციის გახსნისას განაცხადა, გამოფენა შესაძლებლობას აძლევს ჩვენ მწარმოებლებს გაეცნონ წარმოების საუკეთესო პრაქტიკას, ტექნოლოგიებს, ცოდნას, ინოვაციებს, პროდუქტიულობის ზრდის შესაძლებლობებს. შესაძლებელია ასევე გაფართოვდეს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები.

დღის ამბები