06 ოქტომბერი 2024,   20:40
ვრცლად
გაფართოება არის და იქნება ევროკავშირის უძლიერესი იარაღი, გაფართოება, ეს არის ინვესტირება მშვიდობასა და უსაფრთხოებაში - რობერტა მეცოლა

ესპანეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გრძელდება. დღევანდელი დღე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ეთმობათ.

როგორც სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე რობერტა მეცოლამ განაცხადა, გაფართოება არის და იქნება ევროკავშირის უძლიერესი იარაღი.

"გაფართოება არის და იქნება ევროკავშირის უძლიერესი იარაღი. გაფართოება ეს არის ინვესტირება მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, დემოკრატიაში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კეთილდღეობაში. გაფართოება არის პროცესი, რომელსაც სარგებელი მოაქვს როგორც ამჟამინდელი წევრებისთვის, ასევე ახალი წევრებისთვის. ჩემი ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო იმის თქმა, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ ნამდვილი დისკუსია ჩვენი ევროკავშირის შიდა რეფორმის შესახებ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, როცა კანდიდატები მზად იქნებიან.

ის, რაც მუშაობდა ან მუშაობს 27-წევრზე, არ იმუშავებს 32-ზე, 33-ზე ან 35-ზე. ეს არის ის რეალობა, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ.  ჩვენ სანდოები უნდა ვიყოთ და გუშინდელმა დღემ მოგვცა კარგი დისკუსიის საშუალება ამ თემაზე. ჩვენ უნდა დაველოდოთ ანგარიშებს, რომელსაც ველით ყველა ქვეყანასთან დაკავშირებით. ევროპარლამენტს აქვს მკაფიო პოზიცია, როცა შესრულდება პირობები უნდა გადავიდეთ შემდეგ ნაბიჯზე. ეს ნიშნავს, რომ პოზიტიური შეფასებების შემთხვევაში უნდა გვქონდეს მოლაპარაკებების გახსნის საშუალება," - აცხადებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.

დღის ამბები