06 ოქტომბერი 2024,   20:51
ვრცლად
ბათუმი "ღვინის დღეების" მასპინძლობისთვის ემზადება

ბათუმი "ღვინის დღეების" მასპინძლობისთვის ემზადება. 7 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ყოველწლიური ღვინის ფესტივალი "ღვინის დღეები" გაიმართება. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

"ღონისძიების ადგილი: ბულვარი, კოლონების მიმდებარე ტერიტორია.

საფესტივალო პროგრამის დასაწყისი: 14:00.

• 14:00–20:00 ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
• 14:00–20:00 კვების სივრცე: აჭარული ხაჭაპური, ყველი, მწვადი, მზარეულების მიერ მომზადებული ტრადიციული კერძები.
• 14:00-18:00 ჩურჩხელის ამოვლება, ფელამუშის მომზადება, პურის ცხობა თონეში.
• 14:00–18:00 საბავშვო სივრცე: თიხის ძერწვა, თიხის მოხატვა.
• 14:00–18:00 სომელიე - ღვინის დაჭაშნიკება.
• 14:00–19:00 ღვინის ბარი, ღვინის კოქტეილების დეგუსტაცია.
• 19:00-21:00 გალა კონცერტი: ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, სალომე ბაკურაძე, მარიტა როხვაძე, ნუცა თოფურია, გიორგი ჭოხონელიძე, ლუკა ჭოხონელიძე, გიორგი ცხადაძე, ანდრია გველესიანი, ქრისტინე ჯაფარიძე.

შემოგვიერთდით, ერთად აღვნიშნოთ ღვინის დღეები ღვინის სამშობლოში," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

დღის ამბები