06 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
ღაზის სექტორიდან მოულოდნელი თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელი"ომისთვის მზადყოფნას" აცხადებს

ღაზის სექტორიდან მოულოდნელი თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელი"ომისთვის მზადყოფნას" აცხადებს. თავდაცვის მინისტრმა რეზერვისტები უკვე გამოიძახა. ისრაელის სამხედროებმა ღაზის სექტორში საპასუხო საჰაერო თავდასხმები დაიწყეს და დაჯგუფება "ჰამასი" გააფრთხილეს, რომ ამ ნაბიჯის გამო უმძიმეს ფასს გადაიხდიან.

ღაზის სექტორში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ, ისრაელის სამხრეთით, სარაკეტო და სახმელეთო იერიშები დაიწყო. დაღუპულია 5 და დაშავებულია ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. სარაკეტო იერიშამდე ისრაელის ტერიტორიაზე პალესტინელი მებრძოლების რამდენიმეწევრიანი ჯგუფიც შევიდა. დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ აუდიო განცხადებაში საუბარია, რომ დაიწყო ოპერაცია „ალ-აქსას შტორმი“.

პალესტინელი მებრძოლების სამიზნეს კი აეროპორტები და სამხედრო ობიექტები წარმოადგენს. მომხდარის გამო, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა უსაფრთხოების საბჭოც მოიწვია.

დღის ამბები