06 ოქტომბერი 2024,   20:42
ვრცლად
ოდესის რეგიონში, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა - ომის 591-ე დღე უკრაინაში

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 591-ე დღეს, ოდესის რეგიონში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა.

ხერსონის ოლქში ოკუპანტებმა 52 შეტევა განახორციელეს და 237 ჭურვი ისროლეს ნაღმმტყორცნებიდან, საარტილერიო, "გრადებიდან“, ტანკებიდან, და უპილოტო საფრენი აპარატებიდან. დაშავდა ორი ადამიანი. რუსი სამხედროების სამიზნე იყო რეგიონის საცხოვრებელი კვარტალი და ხერსონის ქარხნის ტერიტორია. უკრაინა კონტრშეტევას განაგრძობს ბახმუტთან, ზაპოროჟიეს ოლქში.

დღის ამბები