06 ოქტომბერი 2024,   20:54
ვრცლად
დღეიდან, საქართველოში ღვინის დღეები იწყება

დღეიდან, ქვეყანაში ღვინის დღეები იწყება. ამ წუთებში ფესტივალის ბოლო სამზადისი მიმდინარეობს და ღონისძიებები სტარტს ზუსტად 2 საათზე აიღებს.

ღვინო, კონცერტები, გასართობი ღონისძიებები ბავშვებისთვის, გამოფენა გაყიდვები და კვების ობიექტები.

ფესტივალი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 7-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალი ქვეყნის 23 მუნიციპალიტეტშია დაგეგმილი. 

ფესტივალის ორგანიზატორის განცხადებით, დღევანდელ ღონისძიებაზე, 50-მდე ქართული ღვინის მარანი იქნება  წარმოდგენილი.

"ადგილზე წარმოდგენილი იქნება 50-მდე ქართული ღვინის მარანი, ასევე ქართული სამზარეულოს მრავალფეროვანი კერძები. ესმა კუნჭულია სომელიესთან ერთად შემოგვთავაზებს კერძების დეგუსტაციას. ბავშვებისთვის გვეყოლებიან საყვარელი ანიმაციის გმირები, შემეცნებითი და გასართობი თამაშები . რა თქმა უნდა, დღის ბოლოს კონცერტიც გველოდება, რომელსაც თამადა შემოგვთავაზებს", - განაცხადა მარიამ ღარიბაშვილმა 

დღის ამბები