06 ოქტომბერი 2024,   20:40
ვრცლად
ჰამასსა და ისრაელს შორის დაპირისპირება ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში უკიდურესად გამწვავდა

ჰამასსა და ისრაელს შორის დაპირისპირება ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში უკიდურესად გამწვავდა.

ქვეყანა ომშია - ამბობს ისრაელის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც რეზერვისტები უკვე გამოიძახა და მტრისთვის ისეთი პასუხის გაცემა მოსთხოვა, რომელიც მათ არასოდეს უნახავთ.

ისრაელი საჰაერო იერიშებს ახორციელებს ღაზის სექტორზე, პარალელურად კი ქვეყნის შიგნით შემოჭრილი ისლამისტების ნეიტრალიზების ოპერაცია მიმდინარეობს. ისრაელის ქალაქებში განგაშის სიგნალი არ წყდება, მოქალაქეების დიდი ნაწილი თავშესაფრებში რჩება. ამ დროისთვის ცნობილია, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ისრაელის 22 მოქალაქეა დაღუპული, 300-ზე მეტი კი დაშავებული. ვრცელდება ინფორმაცია ტყვეების შესახებაც.

ჰამასმა ოპერაცია ""ალ აქსას შტორმი"" დილის 7 საათზე დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ნასროლია 7 000 რაკეტა. მოულოდნელი სარაკეტო თავდასხმების შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ყველაფერი ღმერთის შემწეობით დავასრულოთ. მტერს ესმის, რომ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. ჩვენ ვიწყებთ "ალ აქსას შტორმის ოპერაციას". ასევე ღვთის შემწეობითა და ძალით, ვაცხადებთ, რომ „ალ აქსას შტორმის ოპერაციის“ პირველმა დარტყმამ 5000-ზე მეტი რაკეტით, პირველი 20 წუთის განმავლობაში სამიზნეში ამოიღო მტრის უბნები, მისი აეროპორტები და სამხედრო ფორტიფიკაციები,"- აცხადებს ჰამასის" სამხედრო ფრთის ხელმძღვანელი. 

დღის ამბები