06 ოქტომბერი 2024,   20:39
ვრცლად
"ტერორისტების ჯგუფი დადის ქუჩებში და უმისამართოდ ისვრიან, ასეთი მძიმე მდგომარეობა აქამდე არ ყოფილა" - რას ამბობენ ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები

ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში არსებულ იმ რთულ ვითარებას აღწერენ, რაც ამ წუთებში ხდება. ისინი "კურიერს" უყვებიან, რომ ტერორისტების ჯგუფი ისრაელის ქუჩებში უმისამართოდ ისვრის. მათი თქმით, ასეთი ფართომასშტაბური და მძიმე მდგომარეობა აქამდე არ არ ახსოვთ:

"როგორც წესი, როდესაც სამხედრო ოპერაციები იგეგმება, წინასწარ, რამდენიმე დღით ადრე მაინც ანონსი კეთდება და ვემზადებით ხოლმე ამ ყველაფრისთვის, თუმცა დღეს რაღაც განსაკუთრებული შემთხვევაა, არავინ არაფრის შესახებ არავის გაუფრთხილებია.

3 000-ზე მეტი რაკეტა არის უკვე ნასროლი დილის 7 საათიდან. შემოსულია ტერორისტების ჯგუფი, რომლებიც დადიან ქუჩებში და უმისამართოდ ესვრიან სამხედროებს, მოქალაქეებს და ისვრიან ფანჯრებში, რაღაც არაადეკვატური სიტუაციაა. 5 წელია, რაც ისრაელში ვცხოვრობ და თითქმის ყოველ წელს რაღაც საომარი ვითარებები ხდება, თუმცა ასეთი ფართომასშტაბური და მძიმე მდგომარეობა აქამდე არ ყოფილა,"- აცხადებს ისრაელში მყოფი ქართველი მიშა ბარამაშვილი.

"ფანჯარაში გახედვისაც გვეშინია, რადგან გვეუბნებიან, რომ არაბები მშვიდობიან მოსახლეობას ესვრიან. უსაფრთხოების ზომები დაცულია იმით, რომ გვაქვს თავშესაფრები და სირენის ჩართვის შემთხვევაში სწორედ იქ ჩავდივართ,"- ამბობს ისრაელში მცხოვრები ქართველი მაია თურქაძე.

დღის ამბები