06 ოქტომბერი 2024,   20:46
ვრცლად
ჩხოროწყუში, ბენზინგასამართ სადგურზე დენის დარტყმის შედეგად, მამაკაცი გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა მოხდა ჩხოროწყუში - ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე, მამაკაცს დენმა დაარტყა და ადგილზე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა კაცი ადგილზე სარემონტო სამუშაოებს ატარებდა.

ტერიტორიაზე სამართალდამცველები მუშაობენ. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დღის ამბები