06 ოქტომბერი 2024,   20:52
ვრცლად
თბილისიდან ისრაელის მიმართულებით დაგეგმილი რეისი გადაიდო

ისრაელში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, თბილისი-თელავივის მიმართულებით დაგეგმილი ფრენები გადაიდო. თვითმფრინავი, საქართველოს აეროპორტიდან, თბილისის დროით 18 საათსა და 40 წუთზე უნდა აფრენილიყო.

ადგილზე იმყოფებიან მგზავრები, რომლებიც აცხადებდნენ რომ ისრაელში ოჯახი ჰყავთ დატოვებული მიმდინარე მოვლენებს კი მძიმედ აფასებენ.

"სახლში ბავშვები გველოდებიან. დაბრუნება ძალიან გვინდა. ჩვენ ისრაელის ცენტრში ვცხოვრობთ. ჩვენთან სიმშვიდეა, მაგრამ ზოგადად ვითარება ძალიან მძიმე ჩანს", - განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა

დღის ამბები