06 ოქტომბერი 2024,   20:37
ვრცლად
ლოიდ ოსტინი - აშშ იზრუნებს, რომ ისრაელს ჰქონდეს ყველაფერი, რაც დასჭირდება თავის დასაცავად

აშშ იზრუნებს, რომ ისრაელს ჰქონდეს ყველაფერი, რაც დასჭირდება თავის დასაცავად, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

„მე ყურადღებით ვაკვირდები ისრაელში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენი ვალდებულება ისრაელის უფლების დაცვაზე ურყევი რჩება და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, ვინც დაიღუპნენ თავდასხმის დროს. უახლოეს დღეებში თავდაცვის დეპარტამენტი იმუშავებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისრაელს ჰქონდეს ის, რაც მას დასჭირდება საკუთარი თავისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად განურჩეველი ძალადობისა და ტერორიზმისგან“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

დღის ამბები