06 ოქტომბერი 2024,   20:38
ვრცლად
ჯო ბაიდენი - აშშ გმობს „ჰამასის“ ტერორისტების თავდასხმას და ისრაელისადმი მტრულად განწყობილ ნებისმიერ მხარეს აფრთხილებს, ჩვენი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისთვის მტკიცე და ურყევია

აშშ ცალსახად გმობს „ჰამასის“ ტერორისტების მიერ ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს.

ბაიდენის თქმით, აშშ მზად არის, შესთავაზოს ყველა შესაბამისი საშუალება ისრაელის მთავრობასა და ხალხს.

„დილით ვესაუბრე ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელში მიმდინარე საზარელი თავდასხმების შესახებ. აშშ ცალსახად გმობს „ჰამასის“ ტერორისტების მიერ ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმას. ნეთანიაჰუს ვუთხარი, მზად ვართ, რომ შევთავაზოთ ყველა შესაბამისი საშუალება ისრაელის მთავრობასა და ხალხს. ტერორიზმი არასოდეს არის გამართლებული. ისრაელს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი და ხალხი. აშშ აფრთხილებს ისრაელისადმი მტრულად განწყობილ ნებისმიერ სხვა მხარეს, რომელიც ამ სიტუაციაში უპირატესობას ეძებს, ჩემი ადმინისტრაციის მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისთვის არის მტკიცე და ურყევი. მე და ჯილი ვლოცულობთ ყველა იმ ოჯახისთვის, ვინც დაზარალდა ამ ძალადობით. ჩვენ გული გვწყდება ტრაგიკულად დაღუპულთა გამო და იმედი გვაქვს, ყველა დაშავებული მალე გამოჯანმრთელდება. მე და ჩემი გუნდი ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ამ სიტუაციას და მჭიდრო კავშირში ვიქნები პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან“, – აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.

დღის ამბები